CBMG
  1. კომპანია CBMG – კომუნიკაციების ბიზნესის მარკეტინგის ჯგუფი. იურიდიული სახელი შპს  “ემ ბი ჯი ჯგუფი”. CBMG – ს ძირითადი პლათფორმა განთავსებულია მისამართზე https://byme.ge/; კომპანიის მთავარი ონლაინ ოფისის მისამართია: https://com.byme.ge/); ძირითადი საქმიანობები: ვაჭრობა, დასაქმება, პიარი, რეკლამა, მარკეტინგი და მომსახურეობები. კომპანია CBMG ფლობს საკუთარ  სავაჭრო ცენტრს ვებ მისამართით: https://trade-center.byme.ge/ , ძირითად პლათფორმაზე აქვს საკუთარი პროექტები / სავაჭრო სივრცეები, რომლებიც განთავსებულები არიან ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ვებ მისამართებზე და შეიცავენ კომპანიის საერთო სამუშაო პროგრამებს და სისტემებს: დასაქმებას, გაყიდვებს და მომსახურეობებს;
  2. CBMG – ს ონლაინ სავაჭრო ცენტრში და მის პროექტებში / სივრცეებში დასაქმება და მუშაობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. ასაკი 18 – 70 წელი;
  3. დაცულია კონფიდენციალურობის პოლიტიკა;
  4. დაცულია საავტორო უფლებები;
  5. აკრძალულია სპამის, 18+, უხამსი და შეურაცმყოფელი შიგთავსის გამოყენება, საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული პროდუქტის ან მომსახურეობის ნებისმიერი სახით განთავსება და გავრცელება CBMG – ს სავაჭრო პლათფორმაზე;
  6. იკრძალება CBMG – ს პლათფორმაზე განთავსებული ნებისმიერი პროექტიდან ინფორმაციის, თემის, იდეის, მოდულის, პროექტის ან მარკეტინგული პროგრამის, სისტემის და მისი მუშაობის სტრატეგიის მითვისება და პირადი მიზნებისათვის გამოყენება ან დუბლირება  (ჯარიმა);
  7. CBMG – ს პლათფორმით სარგებლობისათვის საჭიროა გაიაროთ უფასო რეგისტრაცია;
  8. თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, როგორც ფიზიკურმა ისე იურიდიულმა პირმა, სავაჭრო ობიექტმა, თანამშრომელმა და პარტნიორმა საჭიროა შეავსოთ შესაბამისი განაცხადის ფორმა, შემდეგ გაიაროთ არჩეულ პროექტში რეგისტრაცია, ვერიფიკაცია და გაიაქტიუროთ სამუშაო ლიცენზია;
  9. ყურადღებით, სწორად და რეალური მონაცემებით შეავსეთ ყველა აუცილებელი ველი. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს არასწორად ან შეცდომით მითითებულ მონაცემებზე;
  10. განაცხადის ფორმის შევსებით, რეგისტრაციის გავლით, ვერიფიკაციით, ლიცენზიის სამუშაო ბარათის შეძენით, ან და პროდუქტის მომსახურეობის შეკვეთის/აქტივაციით, თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ხელს აწერთ/ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა. თქვენ ეთანხმებით პროექტის წესებს და პირობებს, კონფიდენციალობას, უსაფრთხოებას და არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნიათ შპს  ემ ბი ჯი ჯგუფი – ს კომპანია CBMG – ს, მისი სავაჭრო ცენტრის, პროექტების,სივრცეების, ძირითადი პლათფორმის https://byme.ge/– ს  მიმართ და მის ადმინისტრაციასთან;
  11. გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშწორებით :

11.1.1. გადახდა შეგიძლიათ განახორციელოთ საბანკო გადარიცხვით ნებისმიერი ბანკიდან, ინტერნეტ და მობაილ ბანკით, ქვემოთ მითითებულ რეკვიზიტებზე:

ბანკის დასახელება

ბანკის კოდი

ანგარიში (IBAN)

მიმღების დასახელება

BIC / Swift

სს “საქართველოს ბანკი”

BAGAGE22

GE06BG0000000345888152

შპს ემ ბი ჯი ჯგუფი

BAGAGE22

სს “თიბისი ბანკი”

TBCBGE22

GE10TB7956036020100003

შპს ემ ბი ჯი ჯგუფი

TBCBGE22

სს “ვითიბი ბანკი”

UGEBGE22

GE30VT7017956395643602

შპს ემ ბი ჯი ჯგუფი

UGEBGE22

სს “ლიბერთი ბანკი”

LBRTGE22

GE89LB0113123103035000

შპს ემ ბი ჯი ჯგუფი

LBRTGE22

გაითვალისწინეთ!

გთხოვთ, გადარიცხვის დროს დანიშნულებაში მიუთითოთ შეკვეთის ID ნომერი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ჩარიცხვა არ დადასტურდება. თქვენი შეკვეთა არ გაიგზავნება მანამ, სანამ არ მოხდება თანხის ასახვა შესაბამის ანგარიშზე.

11.1.2. ასევე, გადახდა შესაძლებელია სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან OPPA , (Paybox) – ის საშუალებით.

მთავარ მენიუ – სხვადასხვა – კომერციული საიტები – ემ ბი ჯი ჯგუფი – და აირჩიეთ:

რეკლამა – თუ გსურთ რეკლამის განთავსება კომპანიის პლათფორმაზე;

დასაქმება – თუ გსურთ თანამშრომლის ან პარტნიორის სამუშაო ლიცენზიის შეძენა;

მაღაზია – თუ გსურთ შეიძინოთ კომპანიის პლათფორმაზე განთავსებული პროდუქტი / მომსახურეობა;

ემ ბი ჯი ჯგუფი – ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში;

  1. ნებისმიერი პროდუქტის/მომსახურეობის შეძენისას მყიდველმა აუცილებელია გადახდის დანიშნულებაში მიუთითოთ შეკვეთის ID ნომერი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახდა არ დადასტურდება;
  2. გაითვალისწინეთ! თუ გადახდა არ განხორციელდა 24 საათის განმავლობაში, თქვენი შეკვეთა გაუქმდება.
  3. პროექტებში გადახდილი ნებისმიერი ოდენობის თანხის უკან მოთხოვნა შესაძლებელია, მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე, გადახდის მომენტიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში, უკან დაბრუნდება სრული თანხა გადარიცხვის საკომისიოს გამოკლებით. გადახდის მომენტიდან 24 საათის შემდეგ თანხის უკან დაბრუნება შეუძლებელია;
  4. ადმინისტრაციას აქვს უფლება ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დაბლოკოს, წაშალოს ან დროებით გააუქმოს მომხმარებელი;
  5. წესების და პირობების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს მხოლოდ 1 გაფრთხილებას, იგივე დარღვევის განმეორების შემთხვევაში მომხმარებელი დაჯარიმდება და დაეკისრება ზარალის სრული ანაზღაურება;
  6. პროექტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს პროექტის წესები და პირობები;
  7. მარკეტინგი და კომუნიკაცია – კომპანია CBMG მისი ძირითადი პლათფორმა byme.ge ასევე უფლებას იტოვებს მის ბაზაში რეგისტრირებულ მომხმარებლებს გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ელექტრონული წერილები, სიახლეების გაცნობის, შეთავაზებების და პიარის მიზნით.

19.1. მომხმარებელი – პირი, რომელიც  სარგებლობს CBMG – ს პლათფორმაზე არსებული პროდუქტით ან მომსახურეობით.

19.2. თანამშრომელი – პირი, რომელიც ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე, დასაქმებულია და მუშაობს CBMG – ს პლათფორმაზე;

19.3. პარტნიორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითანამშრომლებს კომპანიასთან გაცვლითი ან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით;

19.4. ბიზნეს პარტნიორი / ვენდორი – ფიზიკური პირი, ინდ. მეწარმე ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საკუთარი პროდუქტები / მომსახურეობები გასაყიდი და რომელიც თანამშრომლობს კომპანიასთან, კერძოდ კი სარგებლობს CBMG – ს პლათფორმით, სადაც განთავსებული აქვს საკუთარი საქმიანობა, პროდუქტი / მომსახურეობა რეალიზაციის მიზნით;

19.5. პროექტის პარტნიორი – პირი, რომელიც CBMG – ს პლათფორმაზე ქირაობს შერჩეული პროექტის წილს სამუშაოდ;

19.6. ბრენდის პარტნიორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითანამშრომლებს CBMG – ს კომპანიასთან, კერძოდ კი შექმნის, მოემსახურება ან მოაწვდის პროდუქტს ბრენდის სახელით სარეალიზაციოდ;

19.7. ინვესტორი – პირი რომელიც ითანამშრომლებს კომპანიასთან და დააფინანსებს კომპანიის შექმნილი ბრენდის მისთვის საინტერესო ხაზს/მიმართულებას ან მის პროექტს;

19.8. ბლოგერი – პირი, რომელიც კომპანიის პლათფორმაზე შექმნის და ჩამოაყალიბებს მისთვის საინტერესო რუბრიკას ბლოგს და ახალი საინტერესო ინფორმაციით და სტატიებით უზრუნველყოფს მას;

19.9. ოპერატორი – პირი, რომელიც როგორც კომპანიის ასევე მისი ბიზნეს პარტნიორების მომხმარებლებს გაუწევს კვალიფიციურ სატელეფონო მომსახურეობას და მიაწვდის სასურველ ინფორმაციას პროდუქტის / მომსახურეობის შესახებ;

19.10. პიარ მენეჯერი – პირი, რომელიც გააპიარებს კომპანია CBMG – ს და მისი პარტნიორების საქმიანობას, პროდუქტებს და მომსახურეობებს;

19.11. რეკლამის მენეჯერი – პირი, რომელიც კომპანიის პლათფორმაზე მოიზიდავს კლიენტს და იმუშავებს რეკლამის განთავსებაზე;

19.12. გაყიდვების მენეჯერი – პირი, რომელიც იზრუნებს CBMG – ს და მისი პარტნიორების პროდუქტის ან მომსახურეობის დროულ რეალიზაციაზე;

19.13. კატეგორიის მენეჯერი – პირი, რომელიც დაამატებს ქვე კატეგორიებს და შექმნის გაყიდვების სამუშაო ჯგუფს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. მოამარაგებს პროდუქტით / მომსახურეობით შერჩეულ კონკრეტულ კატეგორიას/ებს და უხელმძღვანელებს გაყიდვების პროცეს;

19.14. დირექტორი – პირი, რომელმაც დაიქირავა მისთვის საინტერესო CBMG – ს პროექტის წილი. ხელმძღვანელობს მის პროექტში მომუშავე მენეჯერებს, აკონტროლებს პროექტის/სავაჭრო სივრცის ბიზნეს პარტნიორების, თანამშრომლების სტაბილურ, უწყვეტ, დროულ და გამართულ მუშაობას. ზრუნავს გაყიდვების გაზრდაზე;

19.15. შესყიდვების მენეჯერი – პირი, რომელიც ონლაინ და ცოცხალ ბაზარზე მოიძიებს, შეარჩევს და მიაწვდის კომპანიას შესაბამის პროდუქტს ან მომსახურეობას, მოთხოვნიდან გამომდინარე;

19.16. ვენდორი (vendor) – გამყიდველი, მოვაჭრე. ნაგულისხმევია მაღაზიები, სავაჭრო ობიექტები, კვების ობიექტები, გარე მოვაჭრეები.

19.17. რეფერალი – თქვენს მიერ პირადი რეფერალური კოდით / ბმულით ან რეფერალური სარეკლამო ბანერით მოწვეული პირი CBMG – ს პლათფორმაზე არსებულ ნებისმიერ პროექტში;

19.18. რეფერალური ბმული – დაგენირერებული პერსონალური უნიკალური კოდი, რომლის საშუალებით მოწვეული პირი, სისტემურად გებმევათ თქვენ;

19.19. განაცხადი – განაცხადის ფორმის შევსება აუცილებელია კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობებისათვის. განაცხადით კომპანია იდენთიფიცირებას უკეთებს დაინტერესებული პირის მოთხოვნას, ამუშავებს მის მონაცემებს და ანაწილებს შესაბამის პროექტში, ფორმაში მითითებული სტატუსით. განაცხადის ფორმის შევსებით, გვაწვდით პირად მონაცემებს, ურთიერთ შეთანხმების გასაფორმებლად და მუშაობის მოქმედებების დასაწყებად. დაცულია კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ინფორმაცია მესამე პირზე არ გაიცემა;

19.20. რეგისტრაცია – რეგისტრაცია გაძლევთ სისტემაში შესვლის, პირად ოფისზე წვდომის, პირადი მონაცემების რედაქტირების და მუშაობის შესაძლებლობას;

19.21. ვერიფიკაცია – ვერიფიკაციის გავლა აუცილებელია მხოლოდ თანამშრომლებისათვის, ბიზნეს და პროექტის პარტნიორებისთვის. ვერიფიცირებულ თანამშრომელს უფორმდება შრომითი შეთანხმება და ენიჭება მუშაობის ნებართვა. განაცხადის ფორმის შევსებით, თქვენ გვაწვდით პირად მონაცემებს, თანამშრომლობისათვის, შეთანხმების/ხელშეკრულების გასაფორმებლად, ვერიფიკაციისას ხდება თქვენი მონაცემების დაზუსტება, ელ. ფოსტის და მობილურის ნომრის ვერიფიკაცია. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების დადასტურება, შესაბამისი დოკუმენტების გამოგზავნით:

19.21.1. სელფი დოკუმენტით –  ფოტოში გარკვევით უნდა ჩანდეს მომხმარებლის სახე.                პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი ხელში უნდა ეჭიროს მის მფლობელს. ფოტო უნდა იყოს ფერადი და არ უნდა იყოს გადაღებული მობილურის ფლეშ ნათებით. დოკუმენტი უნდა ჩანდეს სრულად;

19.21.2.  თქვენს მიერ მითითებული რეკვიზიტის ან საკონტაქტო მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, საჭიროა გვაცნობოთ წერილობით ელ. ფოსტის მისამართზე: infochange@byme.ge . დაცულია კონფიდენციალურობის პოლიტიკა;

19.22. ლიცენზია – ლიცენზიის დროს ვერიფიკაციას გადის თქვენი ბანკის ანგარიში, ასევე ლიცენზიის საფასურით იხდით კომპანიის ვებ პლათფორმაზე თქვენთვის გამოყოფილი ადგილით სარგებლობის და მისი მომსახურეობის საფასურს. თანამშრომლებს ლიცენზია ანიჭებს ანაზღაურების მიღების უფლებას;

19.23.  სამუშაო ლიცენზიის ბარათი – ლიცენზიის დროს კომპანია განიჭებთ ლიცენზიის სამუშაო ბარათს, რომელიც გაძლევთ მუშაობის შესაძლებლობას კომპანიის კონკრეტულ პროექტში 30 დღის ვადით. ეს არის მზა სამუშაო ინსტრუმენტი თანამშრომლებისათვის, მაღაზიებისათვის და მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც სავიზიტო ბარათი. ბარათების ჩამონათვალი: თანამშრომლების ბარათი – Job Card; პროექტის პარტნიორების ბარათი – Pro Card;  ბიზნეს პარტნიორების ბარათი – Business Card;

19.24. BG Card – იყიდე ქართული. კომპანია CBMG თავის ერთგულ მომხმარებელს თავაზობს საკუთარი ბრენდის ბარათს; ამ ეტაპზე არ არის ხელმისაწვდომი;

19.25. Cool Card – კომპანია CBMG თავის მომხმარებელს თავაზობს პრივილეგირებულ ბარათს მაგარ, გამაგრილებელ ბარათს Cool Card – ს, რომლითაც მისი მფლობელი ისარგებლებს ფასდაკლებით კომპანიის ნებისმიერ პროდუქტზე/მომსახურეობაზე და მიიღებს სხვა და სხვა საინტერესო ვი აი პი შეთავაზებებს. ბარათის შეძენა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს;

19.26. განცხადება – დარეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს უფასო განცხადებების დამატების მოდული, ერთჯერადად ან პერიოდულად და გაყიდოს სასურველი პროდუქტი ან მომსახურეობა CBMG – ს ონლაინ სავაჭრო ცენტრში და მის სივრცეებში. შესაძლებელია განცხადების გაპიარება პრემიუმ განცხადების სტატუსით. განცხადებების გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ შედის დასაქმების პროგრამაში. ტარიფები იხილეთ პუნქტში №30;

 

20.1. კომპანია CBMG – ს ონლაინ ოფისი, სამსახურის მაძიებლებს, ასევე სტუდენტებს, ემიგრანტებს, შშმ პირებს, გთავაზობთ „დასაქმებას შეზღუდვების გარეშე“. დასაქმების მარკეტინგული სისტემა წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას. მისი საქმიანობა არის სრულიად ღია და გამჭირვალე. დასაქმების სისტემის ფარგლებში კომპანია გთავაზობთ, სტაბილურ სამსახურს მმართველ პოზიციებზე მთავარ ოფისში, ფილიალებში საქართველოს მაშტაბით და სამუშაოს ონლაინ ჯგუფში, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, შეთავსების შესაძლებლობით და თავისუფალი სამუშაო გრაფიკით;

20.2. დასაქმების სისტემაში თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა 4 განსხვავებული მეთოდით ერთდროულად მიიღოს შემოსავალი ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან;

20.3. კომპანიაში მაშტაბური დასაქმების პროგრამიდან გამომდინარე, საქართველოს ფარგლებში სამსახურის მაძიებლებისათვის და მის გარეთ ემიგრანტებისათვის გამოცხადებულია დასაქმების ონლაინ კონკურსი „დასაქმება 2021“;

20.4. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ შესაბამისი განაცხადის ფორმა;

20.5. კომპანიაში დასაქმებისათვის საჭიროა გაიაროთ შემდეგი ეტაპები თანმიმდევრულად:

  1. შეავსეთ განაცხადის ფორმა.
  2. გაიარეთ რეგისტრაცია, განაცხადში არჩეულ პროექტში.
  3. გაიარეთ ვერიფიკაცია.
  4. გაიაქტიურეთ ლიცენზია.
  5. გაიარეთ რეგისტრაცია რეფერის პროგრამაში (ნებაყოფლობითია).

20.6. ყველა ეტაპის წარმატების გავლის შემდეგ თანამშრომელს შეუძლია იხელმძღვანელოს გვერდით „სამუშაო გიდი“, სადაც მოცემულია მუშაობის მოდელები, ინსტრუქტაჟი, შეთავაზების ნიმუშები, სარეკლამო მასალები, დავალებები და გეგმები თანამდებობების მიხედვით;

20.7. CBMG – ს პლათფორმაზე დასაქმებული თანამშრომლები ძირითად შემოსავალს ღებულობენ გაყიდვებიდან. კომპანიაში იყიდება ნებისმიერი სახის კანონით დაშვებული პროდუქტი და მომსახურეობა, რომელსაც CBMG – ს პლათფორმაზე და მის თემატურ პროექტებში ანთავსებენ ბიზნეს პარტნიორები. აქედან გამომდინარე თანამშრომლების უპირველესი ყველაზე მთავარი დავალებაა დააინტერესონ, მოიზიდონ ბიზნეს პარტნიორები სავაჭრო ცენტრში საკუთარი მომხმარებლის სახელით და გაუწიონ ინფორმაციული დახმარება, რომ მარტივად და სწრაფად განათავსონ მათ თავიანთი პროდუქტები / მომსახურეობები კომპანიის სავაჭრო ცენტრში ან მის პროექტებში სარეალიზაციოდ;

20.8. თანამშრომლების უმთავრესი წესი, პირობა და დავალებაა ყურადღება მიაქციონ , რომ კლიენტის მიერ შევსებული განაცხადის ფორმის გრაფაში „ოპერატორის მომხმარებელი“ იყოს მითითებული, თანამშრომლის მომხმარებლის სახელი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაგეხმარებათ სამუშაო ლიცენზიის ბარათი, რომელსაც გაუგზავნით ან გადასცემთ ბიზნეს პარტნიორს, რადგან ბარათზე დატანილია თქვენი მომხმარებლის სახელი;

20.9. თანამშრომელს კომპანიის პლათფორმაზე ან მის პროექტებში განთავსებული ერთი კონკრეტული პროდუქტი ან მომსახურეობა გაყიდულად, სარეკლამო ადგილი გაქირავებულად, ბიზნეს პარტნიორი რეგისტრირებულად ეთვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც:

  1. კლიენტის მიერ შევსებული განაცხადის ფორმის გრაფაში „ოპერატორის მომხმარებელი“ იქნება მითითებული, თანამშრომლის მომხმარებლის სახელი და
  2. მხოლოდ დახურული გარიგების შემდეგ. გარიგება დახურულად ითვლება პარტნიორის მიერ ლიცენზიის აქტივაციის შემდეგ. სხვა შემთხვევაში კლიენტის მიერ თანხის ჩარიცხვის შემდეგ;

20.10. CBMG თავის თანამშრომლებს თავაზობს კარიერული განვითარების, დაწინაურების, წინსვლის, ახალი საქმის დაუფლების და შემოსავლის ზრდის შესაძლებლობას.

20.11. კომპანიაში ძირითადი ვაკანსიებია: ქოლ ცენტრის ოპერატორი, კურიერი, გაყიდვების მენეჯერი, პიარ მენეჯერი, მარკეტინგის მენეჯერი, რეკლამის მენეჯერი, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, სოციალური გვერდის მოდერატორი, სოციალური გვერდის მარკეტინგის მენეჯერი, ბლოგერი.

20.12. კომპანიის სამუშაო სტრუქტურა: სამუშაო ონლაინ ჯგუფში, სამსახური ონლაინ ფილიალებში და სამსახური ონლაინ მთავარ ოფისში.

20.13. პროექტის პარტნიორი დირექტორების სამუშაოს აღწერა: პროექტის ხელმძღვანელობა, მარკეტინგული გეგმის შედგენა განხორციელება, კადრების შერჩევა, დატრენინგება, ტექნიკური საკითხების მართვა / ადმინისტრირება, ქვე კატეგორიების დამატება შევსება, ეფექტური შეთავაზებები და პრეზენტაციების მომზადება და განხორციელება, კლიენტის მოზიდვა, სტუმრების მოწვევა სავაჭრო ცენტრში და ცენტრში განთავსებული პროდუქციის პიარი, რეალიზება, ყველაზე სწრაფად და ეფექტურად საკუთარ სამუშაო ჯგუფთან ერთად;

20.14. ვერიფიკაციის ფორმის შევსებით გვაწვდით პირად ინფორმაციას, რეკვიზიტებს და საკონტაქტო მონაცემებს, რაც აუცილებელია კომპანიის მხრიდან დისტანციურ რეჟიმში: შეთანხმების გასაფორმებლად, თქვენი პიროვნების დასადასტურებლად, თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით და თქვენი გამომუშავებული შემოსავლის ან/და ანაზღაურების გადმოსარიცხად; კომპანიაში დაცულია კონფიდენციალურობის პოლიტიკა, ინფორმაცია მესამე პირზე არ გაიცემა. სრული მონაცემების ბაზა დაცულია და კონტროლდება.

20.15. ვერიფიკაციის დასადასტურებლად საჭიროა:

  1. ვერიფიკაციის ფორმის შევსება და მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნა;
  2. თქვენს მიერ მითითებული კუთვნილი მობილურის ნომრიდან მოკლე ტექტური შეტყობინების გამოგზავნა, ტექსტით: თქვენი კოდური სიტყვა მაქსიმუმ 4 სიმბოლო.   ნომერზე: +995 555 49 09 89;
  3. თქვენს მიერ მითითებული კუთვნილი ელ.ფოსტის მისამართიდან გამოგზავნა ტექსტის: თქვენი კოდური სიტყვა მაქსიმუმ 4 სიმბოლო. მისამართზე: verification@byme.ge;
  4. თქვენი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან, ლიცენზიის აქტივაციის ღირებულების გადმორიცხვა, კომპანიის რეკვიზიტებზე. საბანკო ანგარიშის ვერიფიკაციის დადასტურება ხორციელდება ლიცენზიის აქტივაციის დროს;

20.16. კომპანიაში არსებობს 3 სახის ლიცენზია, სტატუსის შესაბამისად, ესენია:

  1. თანამშრომლის სამუშაო ლიცენზიის ბარათი – Job Card;
  2. პროექტის პარტნიორების სამუშაო ლიცენზიის ბარათი – Pro Card;
  3. ბიზნეს პარტნიორების სამუშაო ლიცენზიის ბარათი – Business Card;

ლიცენზიის გასააქტიურებლად საჭიროა:

  1. შეავსოთ ლიცენზიის ფორმა, მონიშნოთ თქვენი სტატუსის შესაბამისი ლიცენზია,
  2. თქვენი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან (რაც მითითებული გაქვთ ვერიფიკაციის დროს) გადარიცხოთ აქტივაციის საფასური კომპანიის რეკვიზიტებზე,
  3. გადარიცხვისას გადახდის დანიშნულებაში აუცილებელია მიუთითოთ, სამუშაო ლიცენზიის შეკვეთის ID ნომერი და გადარიცხოთ შესაბამისი თანხა,

 სამუშაო ლიცენზია გააქტიურდება, კომპანიის ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ;

21.1. კომპანია CBMG თავის თანამშრომლებს თავაზობს ქროს შემოსავალს, როგორც გაყიდვებიდან ისე შესყიდვებიდან. დასაქმების სისტემას აქვს ანაზღაურების 4 სხვადასხვა მოდული. შემოსავლის მიღება შესაძლებელია ოთხივე მოდულიდან ერთდროულად, ესენია:

  1. 40% ბიზნეს პარტნიორთან დახურული გარიგებიდან, სტაბილურად ყოველი თვის ბოლოს.
  2. 6% იგივე ბიზნეს პარტნიორის საერთო გაყიდვებიდან.
  3. 20% კომპანიის პლათფორმაზე არსებული სარეკლამო ადგილების გაქირავებიდან, დახურული გარიგების შემდეგ.
  4. 2% პროგრამა რეფერში, თქვენი რეფერალური ბმულით მოწვეული, რეფერალების მიერ შეძენილი პროდუქტების / მომსახურეობებისგან.

20.2. თანამშრომლის ანაზღაურება შედგება მის ერთ კონკრეტულ პროექტში შესაძლო ოთხივე მოდულიდან გამომუშავებული შემოსავლიდან, რაც ჯამდება და ირიცხება ერთიანად ყოველი თვის ბოლოს;

20.3. თანამშრომელს აქვს უფლება იმუშაოს, რამოდენიმე პროექტში ერთდროულად, ასეთ შემთხვევაში იგი მიიღებს, რამოდენიმე ანაზღაურებას ერთიანად ჯამურად ყოველი თვის ბოლოს;

20.4. ანაზღაურება ირიცხება, თანამშრომლის მიერ ვერიფიკაციის ფორმაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, საშემოსავლო და გადარიცხვის საკომისიოს გამოკლებით;

20.5. ანაზღაურება გაიცემა მხოლოდ ლიცენზირებულ თანამშრომლებზე ყოველი თვის ბოლოს 25 დან 28 რიცხვებში.

22.1. კომპანია, გთავაზობთ რეფერალურ პროგრამას „რეფერ“-ს, მომხმარებლების მოზიდვის, შემოსავლის მიღების და ბუნებრივი პიარის მიზნით. პროგრამაში რეგისტრაცია სრულიად უფასოა, რის შემდეგ პერსონალურად თქვენთვის, პროგრამა აგენერირებს თქვენს უნიკალურ კოდს. კოდის გამოყენება შესაძლებელია:

  1. სარეკლამო ბანერების სახით, რომლის შექმნის შესაძლებლობა, გაქვთ თავად რეფერის ოფისში, (რაც შეგიძლიათ გააზიაროთ მეტი ინტერესის, მრავალფეროვნების, გამორჩეულობის და შედეგის მიღწევის მიზნით), რომ მოიწვიოთ მეტი მომხმარებელი.
  2. მოსაწვევი ბმულის სახით, რომელსაც აზიარებთ, ასევე მომხმარებლების მოსაწვევად.

22.2. პროგრამიდან გერიცხებათ ანაზღაურება 2% – ის ოდენობით, თითოეული მოწვეული რეფერალის მიერ კონკრეტულ პროექტში განხორციელებული წარმატებული შენაძენიდან, დახურული გარიგებიდან;

22.3. რეფერის პროგრამა განთავსებულია კომპანიის ყველა პროექტში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. აქედან გამომდინარე, სურვილის შემთხვევაში, ერთ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა დარეგისტრირდეს, რამოდენიმე პროექტში ერთდროულად.

23.1. კომპანია CBMG აქირავებს საკუთარი პროექტების / სავაჭრო სივრცეების 40 % – იან სამუშაო წილს. სავაჭრო სივრცის 60% – იან მმართველ წილს ფლობს და აკონტროლებს თავად.

23.2. პარტნიორობისათვის აუცილებელია დაინტერესებულმა პირმა შეავსოს შესაბამისი განაცხადის ფორმა. პარტნიორული წილის დაქირავებას შეძლებენ, მხოლოდ შერჩეული კანდიდატები, დადებითი პასუხის შემთხვევაში.

23.3. სამუშაო ლიცენზიის აქტივაციის შემდეგ, პარტნიორთან ფორმდება ხელშეკრულება და იგი ინიშნება სავაჭრო სივრცის დირექტორის პოზიციაზე აქტივირებული ლიცენზიის შესაბამისი ვადით.

23.4. დირექტორის მოვალეობებია: ბიზნეს პარტნიორების, თანამშრომლების სტაბილური, უწყვეტი, დროული, გეგმიური, გამართული მუშაობის კონტროლი. მარკეტინგული გეგმის შედგენა და დადასტურების შემდეგ მისი განხორციელება. პროექტის / სავაჭრო სივრცის პიარზე და გაყიდვების ზრდაზე მუშაობა საკუთარ ჯგუფთან/ებთან ერთად. პარტნიორს აქვს უფლება ადმინისტრაციასთან შეთანხმებით დაამატოს ახალი კატეგორია და ქვე კატეგორიები, შექმნას სამუშაო ჯგუფი/ები შედეგების გასაუმჯობესებლად. შეუძლია დაგეგმოს და შექმნას პიარ კამპანია. მიაღწიოს გეგმის შესრულებას და აჩვენოს შედეგი.

23.5. სავაჭრო სივრცეს ემსახურება: ვებ ადმინისტრატორი (ტექნიკური მხარდაჭერა) 24/7, ბუღალტერი, იურისტი, ქოლ ცენტრის სამსახური და საკურიერო სამსახური. კომპანიის მხრიდან აღნიშნული მომსახურეობის გაწევის საფასურის გადახდა ხორციელდება სამუშაო ლიცენზიის აქტივაციიდან;

23.6. პარტნიორის შემოსავალი შეადგენს პროექტის / სავაჭრო სივრცის სრული შემოსავლის 40% – ს თვეში. ტარიფები იხილეთ პუნქტში №30;

24.1. კომპანია CBMG ფიზიკურ პირს, ინდ. მეწარმეს, იურიდიულ პირს, ვისაც გსურთ თქვენი სახელით დაიწყოთ ვაჭრობა CBMG – ს პლათფორმაზე, სავაჭრო ცენტრში ან მის პროექტებში / სავაჭრო სივრცეებში, საჭიროა

  1. შეავსოთ ბიზნეს პარტნიორის განაცხადის ფორმა.
  2. გაიაროთ რეგისტრაცია სავაჭრო ცენტრში ან ფორმაში არჩეულ პროექტში / სავაჭრო სივრცეში.
  3. გაიაროთ ვერიფიკაცია.
  4. გაიაქტიუროთ სამუშაო ლიცენზია.

24.2. აქტივაციის შემდეგ გენიჭებათ კომპანიის ბიზნეს პარტნიორის ონლაინ მაღაზიის სტატუსი და შესაძლებლობა დაამატოთ თქვენი პროდუქტები / მომსახურეობები ულიმიტო რაოდენობით, სავაჭრო ცენტრში ან შესაბამის პროექტში / სავაჭრო სივრცეში;

24.3. ბიზნეს პარტნიორს აქვს პირადი სამუშაო ონლაინ ოფისი, საიდანაც შესაძლებელია დამოუკიდებლად მართოთ და აკონტროლოთ: საკუთარი ონლაინ მაღაზიის ინტერფეისი, მონაცემები, ინფორმაცია, სამუშაო დრო, შეკვეთები, გაყიდვები, შემოსავლები, ნახვები, აქტიობები, სტატისტიკა და ბალანსი. ოფისი გიაქტიურდებათ სამუშაო ლიცენზიის აქტივაციის შემდეგ;

24.4. ბიზნეს პატნიორი, კომპანიის ვებ სივრცეში მისთვის გამოყოფილი ადგილისათვის, ონლაინ ოფისით სარგებლობისათვის, პროგრამული უზრუნველყოფისათვის, პიარის, გაყიდვების და ტექნიკური მომსახურეობისათვის კომპანიას უხდის 50.00 ლარს სამუშაო ლიცენზიის აქტივაციით, ასევე კომპანიის პლათფორმაზე მის მიერ განთავსებული პროდუქციის / მომსახურეობის  მთლიანი გაყიდვებიდან 20% – ს, ყოველი თვის 20 დან 23 რიცხვის ჩათვლით;

24.5. ბიზნეს პარტნიორს კომპანიის პლათფორმაზე განთავსებული პროდუქტის / მომსახურეობის ღირებულებას, მყიდველი უხდის ონლაინ და რიცხავს კომპანიის ერთიან ანგარიშზე, კომპანია ხელშეკრულებით წინასწარი შეთანხმებისამებრ, ყოველი დღის ბოლოს, ან კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ ურიცხავს ბიზნეს პარტნიორს მისი გაყიდული პროდუქტიდან / მომსახურეობიდან მიღებულ გადასახადს მომსახურეობის 20% – ის გამოკლებით, საკუთარი ბანკის ანგარიშზე, რაც მითითებული აქვს ვერიფიკაციის განაცხადში;

24.6. ბიზნეს პარტნიორს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს კომპანიის ქოლ ცენტრის სამსახურის, საკურიერო სამსახურის, გაყიდვების სამსახურის, პიარის & მარკეტინგის სამსახურის მომსახურეობებით, შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ; ტარიფები იხილეთ პუნქტში №30 .

24.7. ბიზნეს პარტნიორს აქვს შესაძლებლობა განათავსოს, რეკლამა ან დაგეგმილი ღონისძიება კომპანიის სავაჭრო ცენტრში ან მის ნებისმიერ პროექტში / სავაჭრო სივრცეში, მომსახურეობის ტარიფები იხილეთ პუნქტში №30;

24.8. ასევე ბიზნეს პარტნიორს შეუძლია ისარგებლოს კომპანია CBMG – ს დამატებითი მომსახურეობებით: ოპერატორის, რედაქტორის, ფოტოგრაფის ან თარჯიმანის მომსახურეობებით, საკუთარი პროდუქტების/მომსახურეობების განსათავსებლად / ასატვირთად, დასამუშავებლად, ფოტოების გადასაღებად ან გადასათარგმნად, შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ; ტარიფები იხილეთ პუნქტში №30 .

25.1. კომპანია CBMG ქმნის საკუთარ ბრენდს სხვადასხვა მიმართულებებით / ხაზებით: ნატურალური, ახალი, ბიო საკვები პროდუქტები; სამოსი, მასალები, ინვენტარი და აქსესუარები.

25.2. ბრენდის პარტნიორი შეუძლია გახდეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც შექმნის, გააკეთებს, შეკერავს, ააწყობს, დაამუშავებს, მოიყვანს ან დაამზადებს და მოგვაწვდის საკუთარ პროდუქტს / მომსახურეობას, კომპანიის ბრენდის სახელით სარეალიზაციოდ;

25.3. ბრენდის პარტნიორის მიერ მოწოდებული პროდუქტის / მომსახურეობის საფასურს კომპანია გადაიხდის გაყიდვების შემდეგ, წინასწარი ხელშეკრულებით შეთანხმებული საფასურის შესაბამისად;

26.1. კომპანია CBMG ზრუნავს თავის ერთგულ მომხმარებელზე, მათ სტატუსზე და იმიჯზე. გთავაზობთ, საინტერესო, მომგებიან, ეფექტურ, სურპრიზებით და სასიამოვნო შეთავაზებებით გაჯერებულ, რამოდენიმე სახის ბარათს. ბარათები გამოარჩევს მფლობელს შესაძლებლობებით და პროვილეგიებით, როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის გარეთ.

26.2. ბარათები იყოფა 3 ჯგუფად: სამუშაო ბარათებად მისი შეძენა აუცილებელია, პატრიოტულ ბარათებად, მისი შეძენა ნებაყოფლობითია და დასასვენებელ ბარათებად, მისი შეძენა ნებაყოფლობითია. ბარათები განსხვავდებიან დიზაინით, შესაძლებლობებით და უფლებებით. ესენია:

  1. თანამშრომლის სამუშაო ლიცენზიის ბარათი – Job Card;
  2. პროექტის პარტნიორების სამუშაო ლიცენზიის ბარათი – Pro Card;
  3. ბიზნეს პარტნიორების სამუშაო ლიცენზიის ბარათი – Business Card;

26.2.1. სამუშაო ლიცენზიის ბარათი ეს არის მზა სამუშაო ინსტრუმენტი  თანამშრომლებისათვის და პარტნიორებისათვის. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც სავიზიტო ბარათი, როგორც ონლაინ ისე ფიზიკურად შეხვედრებისას (შესაძლებელია დაბეჭდოთ სასურველი რაოდენობის საკუთარი ხარჯებით).

26.2.2. ბარათზე დატანილია თქვენი მომხმარებლის სახელი, ბარათის ნომერი, თქვენი სტატუსი,  QR – კოდით კომპანიის სრული კონტაქტები და მოქმედების ვადა.

26.2.3. ბარათის მოქმედების ვადა არის 30 დღე. ვადის გასვლის შემდეგ, საჭიროა გაიაქტიუროთ სამუშაო ლიცენზიის ბარათი თქვენთვის სასურველი ვადით 1, 6 ან 12 თვით; ტარიფები იხილეთ პუნქტში №30;

26.2.4.  არააქტიური ბარათის მფლობელს, გამომუშავებული ანაზღაურება არ ერიცხება;

26.2.5. გაითვალისწინეთ, სამუშაო ლიცენზიის აქტივაცია შესაძლებელია ყოველი თვის, მხოლოდ 20 დან 23 რიცხვებში;

26.3. პატრიოტული ბარათი BG Card – იყიდე ქართული. კომპანია CBMG თავის ერთგულ მომხმარებელს თავაზობს საკუთარი ბრენდის ბარათს. მხოლოდ ქართული ნატურალური, ახალი და ბიო საკვები პროდუქტების, სამოსის, მასალების, ინვენტარის და აქსესუარების ფასდაკლებით შესაძენად;

26.4. დასასვენებელი ბარათი Cool Card – კომპანია CBMG თავის მომხმარებელს თავაზობს პრივილეგირებულ ბარათს მაგარ, გამაგრილებელ ბარათს Cool Card – ს, რომლითაც მისი მფლობელი ისარგებლებს ფასდაკლებით კომპანიის ნებისმიერ პროდუქტზე/მომსახურეობაზე (ივენთები, ღონისძიებები, მასკარადები, ტურები, დასასვენებელი კურორტები, შოპინგი, ესთეტიკის და სილამაზის ცენტრები, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ცენტრები და ა.შ.). ბარათის მფლობელი ასევე მიიღებს სხვა და სხვა საინტერესო ვი აი პი შეთავაზებებს. ბარათის შეძენა ნებაყოფლობითია და შეუძლია კომპანიის ნებისმიერ მომხმარებელს;

27.1. CBMG – აქვს საკუთარი სარეკლამო სტუდია და ვებ სტუდია;

27.2. კომპანიის პლათფორმაზე, სავაჭრო სივრცეში ან მის პროექტებში შესაძლებელია განათავსოთ ნებისმიერი სახის რეკლამა, სარეკლამო ტექტსი, ბანერი, სარეკლამო ვიდეო რგოლი ან სლაიდი სასურველი ვადით. რეკლამის განთავსება ფასიანია. ტარიფები იხილეთ პუნქტში №30 .  

27.3. სარეკლამო ადგილის გაქირავებით, გამქირავებელს ერიცხება გაქირავებული რეკლამის 20% – ი;

27.4. კომპანია გთავაზობთ, სარეკლამო მომსახურეობის სრულ სერვის: ბეჭდვა და პოლიგრაფია, რეკლამას ტელევიზიაში, რადიოში, სოციალურ სივრცეში, საძიებო სისტემებში, სატრანსპორტო კომპანიებში და სავაჭრო ცენტრებში;

27.5. კომპანია, გთავაზობთ ვებ მომსახურეობის სრულ სერვის, სავიზიტო, კომპანიის, კორპორატიული და ონლაინ მაღაზიის ვებ გვერდების, ლოგოების, სოციალური გვერდების აწყობას და დამზადებას, უფასოდ გვერდების დამზადებას შემდგომი დაქირავების პირობით. ტარიფები იხილეთ პუნქტში №30 .

28.1. კომპანიის პლათფორმაზე, ნებისმიერ თქვენთვის სასურველ თემატურ პროექტში შესაძლებელია ღონისძიების / ივენთის დამატება, ონლაინ დაჯავშნის შესაძლებლობით. ივენთის განსათავსებლად საჭიროა, შეავსოთ განაცხადის ფორმა; შესაბამისი მოდულით სარგებლობა ფასიანია; ტარიფები იხილეთ პუნქტში №30;

29.1. კომპანიას აქვს საკუთარი მომსახურეობის სერვისები და ქმნის შესაბამის სამსახურებს, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს კადრების შერჩევა, ესენია:

  1. ქოლ ცენტრის სამსახური.
  2. საკურიერო სამსახური.
  3. გაყიდვების სამსახური.
  4. პიარის & მარკეტინგის სამსახური.

29.2. სამსახურები მოემსახურებიან; როგორც კომპანიის პარტნიორებს, ასევე ნებისმიერ დამკვეთს, შესაბამისი გასამრჯელოს სანაცვლოდ; ტარიფები იხილეთ პუნქტში №30;

 

რეკლამის განთავსება

 

 

შეკვეთის ID ნომერი 

რეკლამის ფორმატები

1 დღე   ლარი

 

 
  
  

A001

TOP Pop Up 1230×110  /  1000000 ჩვენება

40

  

A002

Bottom Pop Up 1230×110   /    1000000 ჩვენება

34

  

A003

ვიდეო რგოლი მთავარ გვერდზე   /   ჩვენება  120/წმ

300

  

A004

ვიდეო რგოლი სასურველ გვერდზე  /  ჩვენება  120/წმ

250

  

A005

სლაიდი მთავარ გვერდზე   /  ჩვენება 1/9

100

  

A006

სლაიდი სასურველ გვერდზე  /  ჩვენება 1/9

90

  

A007

ბანერი მთავარ გვერდზე   /  1000000 ჩვენება

60

  

A008

ბანერი ერთ კონკრეტულ გვერდზე  / 1000000 ჩვენება

40

  

A009

ბანერი სავაჭრო ცენტრის მარცხენა ბლოკში  / 1000000 ჩვენება

30

  

A010

ბანერი მთავარ გვერდზე თავში სიგრძეზე  / 1000000 ჩვენება

150

  

A011

ბანერი ვენდორების გვერდზე  /  1000000 ჩვენება

210

  

A012

ბანერი განცხადებების ერთ კატეგორიაში  / 1000000 ჩვენება

20

  

A013

ბანერი განცხადებების მთავარ გვერდზე  / 1000000 ჩვენება

30

  

A014

ბანერი სავაჭრო ცენტრის ერთ კატეგორიაში  / 1000000 ჩვენება

50

  

A015

ბანერი ყველა მომხმარებლის პირად კაბინეტში   / 1000000 ჩვენება

240

  

A016

სარეკლამო ტექსტი სასურველ გვერდზე   / 1000000 ჩვენება

5

  
     

შეკვეთის ID ნომერი 

ვებ გვერდის დამზადება

ლარი

  

A017

სავიზიტო ვებ გვერდი

400

  

A018

კომპანიის ვებ გვერდი

1200

  

A019

კორპორატიული ვებ გვერდი

2000

  

A020

ონლაინ მაღაზია

2500

  

A021

გვერდის ადმინისტრირება თვეში

200

  
     

შეკვეთის ID ნომერი 

 გვერდის დაქირავება, უფასო დამზადებით.                                               ბმული: Byme.ge/your page name

ლარი

  

A22

გვერდის დაქირავება 1 თვე

20

  

A23

გვერდის დაქირავება 4 თვე

80

  

A24

გვერდის დაქირავება 12 თვე

240

  
     

შეკვეთის ID ნომერი 

სამუშაო ლიცენზიის აქტივაცია

1 თვე

  

A28

თანამშრომლის სამუშაო ლიცენზია

10

  

A29

ბიზნეს პარტნიორის სამუშაო ლიცენზია

50

  

A30

პროექტის პარტნიორის სამუშაო ლიცენზია

90

  
     

ანაზღაურება

თვეში

  

ბიზნეს პარტნიორთან დახურული გარიგებიდან, სტაბილურად ყოველი თვის ბოლოს.

40%

  

ბიზნეს პარტნიორის საერთო გაყიდვებიდან. დახურული გარიგების შემდეგ.

6%

  

კომპანიის პლათფორმაზე არსებული სარეკლამო ადგილების გაქირავებიდან, დახურული გარიგების შემდეგ.

20%

  

პროგრამა რეფერში, თქვენი  რეფერალური ბმულით მოწვეული, რეფერალების მიერ შეძენილი პროდუქტების / მომსახურეობებისგან.

2%

  
     

შეკვეთის ID ნომერი 

ღონისძიების / ივენთის განთავსება

ლარი

  

A25

ღონისძიების / ივენთის მოდული 1 დღე

10

  

A26

ღონისძიების / ივენთის მოდული 7 დღე

65

  

A27

ღონისძიების / ივენთის მოდული 14 დღე

130

  
     

შეკვეთის ID ნომერი 

კომპანიის მომსახურეობები

ლარი

  

A31

ოპერატორის მიერ 1 განცხადების განთავსება

1

  

A32

თარჯიმანის მიერ 1 განცხადების ტექსტის თარგმანი 1 ენა

8

  

A33

რედაქტორის მიერ 1 განცხადების ტექსტის შედგენა ან გასწორება

5

  

A34

ფოტოგრაფის მიერ 1 პროდუქტის / მომსახურეობის სურათების გადაღება. გადაადგილების უზრუნველყოფა.

შეთანხმებით

  

A35

რეზუმეს  (CV) ფორმის და დიზაინის შედგენა

20

  

A36

ლოგოს დამზადება

40

  

A37

Email მარკეტინგი

შეთანხმებით

  

A38

Sms მარკეტინგი

შეთანხმებით

  

A39

QR და BAR კოდების დამზადება

30

  
     

შეკვეთის ID ნომერი 

კომპანიის სამსახურების მომსახურეობები

 

  

A40

ქოლ ცენტრის სამსახური

შეთანხმებით

  

A41

საკურიერო სამსახური

შეთანხმებით

  

A42

გაყიდვების სამსახური

შეთანხმებით

  

A43

პიარის & მარკეტინგის სამსახური

შეთანხმებით

  

A44

სარეკლამო სამსახური

შეთანხმებით

  
     

შეკვეთის ID ნომერი 

კომპანიის ბარათები

თვეში    ლარი

  

A45

BG Card

8

  

A46

Cool Card

5

  
შეკვეთის ID ნომერიპროექტები                   სავაჭრო ვებ სივრცეები   ვებ მისამართები
1P000ემ ბი ჯი ჯგუფირებრენდინგი
2P001კომპანია CBMGhttps://com.byme.ge/  
3P002სავაჭრო ცენტრიhttps://trade-center.byme.ge/
4P010ბრენდიhttps://byme.ge/
5P081კარიერა & ვაკანსიებიhttps://career.byme.ge/
6P017ესთეტიკა & სილამაზეhttps://beauty.byme.ge/
7P018ვებ სტუდიაhttps://com.byme.ge/web-studio/
8P026სამზარეულოhttp://kitchen.byme.ge/ 
9P027კოსმეტიკა https://cosmetics.byme.ge/ 
10P029მცენარეები & ფლორისტებიhttps://florist.byme.ge/ 
11P030მოტოhttps://moto.byme.ge/ 
12P039პურიhttps://bread.byme.ge/ 
13P043რკინის ნაკეთობებიhttps://iron.byme.ge/ 
14P044სამკაულები https://jewellery.byme.ge/ 
15P045სპორტი & ფიტნესიhttps://sport.byme.ge/ 
16P046სამსახურის & საოფისეhttps://jobs.byme.ge/ 
17P047სარეკლამო სტუდიაhttps://adstudio.byme.ge/ 
18P048საკვების პროდუქტებიhttps://bio.byme.ge/ 
19P049სახლი & უძრავი ქონებაhttps://home.byme.ge/ 
20P050საჩუქრებიhttps://gifts.byme.ge/ 
21P061ტკბილეულიhttps://sweets.byme.ge/ 
22P062ტურიზმიhttps://tourism.byme.ge/ 
23P070ღვინოhttps://wine.byme.ge/ 
24P071ყავაhttps://coffee.byme.ge/ 
25P072ყველიhttps://cheese.byme.ge/ 
26P076ხის ნაკეთობებიhttps://wood.byme.ge/ 
27P077ხელოვნება https://art.byme.ge/ 
28P078ხელნაკეთებიhttps://byme.ge/