ბიზნეს შეთავაზებები და პარტნიორობა

კომპანია CBMG ღიაა საქმიანი ურთიერთობებისათვის და  თანამშრომლობისათვის, გაცვლითი პროექტებისათვის, როგორც იურიდიულ ისე ფიზიკურ პირებთან, სავაჭრო ობიექტებთან, მცირე მეწარმეებთან, კომპანიებთან, საწარმოებთან და ქარხნებთან. მივიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს.

გახდით პროექტის პარტნიორი

დაიქირავეთ 40% – იანი წილი CBMG – ს ონლაინ სავაჭრო ცენტრის პროექტიდან. პროექტების (სავაჭრო სივრცეების) ჩამონათვალი იხილეთ აქ.

ვებ სივრცეების ტექნიკური მახასიათებლები, შესაძლებლობები, დასაქმების პროგრამა, რეფერის პროგრამა, ტარიფები, წესები და პირობები იდენტურია CBMG – ს პროექტის / სავაჭრო სივრცის.

პროექტის დასაქირავებლად  საჭიროა შეავსოთ განაცხადის ფორმა, შეარჩიოთ თქვენთვის სამუშაოდ საინტერესო სავაჭრო სივრცე. განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, გაგიფორმდებათ ხელშეკრულება და  შეძლებთ შეიძინოთ სამუშაო ლიცენზიის ბარათი Pro Card – ი, რაც მოგანიჭებთ უფლებას დაიწყოთ მუშაობა თქვენს ახალ პროექტზე სასურველი ვადით. თქვენ შეძლებთ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით უხელმძღვანელოთ, გააკონტროლოთ, აამუშაოთ და იზრუნოთ შერჩეული სავაჭრო პროექტის/სივრცის, მისი კატეგორიების, დარეგისტრირებული მაღაზიების პიარზე და მათი გაყიდვების ზრდაზე, საკუთარ სამუშაო ჯგუფთან ერთად, რომელიც შეგიძლიათ შექმნათ თავად შედეგების გასაუმჯობესებლად. 

პროექტის პარტნიორი/დირექტორის შემოსავალი შეადგენს სავაჭრო პროექტის/სივრცის სრული შემოსავლის 40% – ს.

სავაჭრო სივრცეს ემსახურება ვებ ადმინისტრატორი (ტექნიკური მხარდაჭერა) 24/7, ბუღალტერი, იურისტი და მიწოდების სერვისი. მათი მომსახურეობების საფასურის გადახდა ხორციელდება თქვენი ლიცენზიის ბარათის აქტივაციიდან. 

CBMG

გახდით ვენდორი / ბიზნეს პარტნიორი

თუ გაქვთ სავაჭრო ობიექტი, მაღაზია, სააგენტო ან ოფისი. გადმოიტანეთ თქვენი საქმიანობა ან დაიწყეთ ახალი ბიზნესი CBMG – ს ონლაინ სავაჭრო ცენტრში. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი თემა თუ კატეგორია და დაიქირავეთ სამუშაო ადგილი შესაბამის სავაჭრო გვერდზე.

საქმიანობის დასაწყებად საჭიროა შეავსოთ განაცხადის ფორმა და შეარჩიოთ რომელი სავაჭრო გვერდი/სივრცე შეეფერება თქვენს საქმიანობას. განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, გაგიფორმდებათ ხელშეკრულება და შეძლებთ შეიძინოთ სამუშაო ლიცენზიის ბარათი Business Card – ი, რაც მოგანიჭებთ უფლებას დაიწყოთ მუშაობა და ატვირთოთ თქვენი პროდუქცია / მომსახურეობა საკუთარი ონლაინ მაღაზიის/ ვენდორის გვერდზე. კომპანიის თანამშრომლები იზრუნებენ თქვენი პროდუქტების სწრაფ რეალიზაციაზე.

თქვენს ობიექტს მოემსახურება კომპანიის ქოლ ცენტრის, გაყიდვების, საკურიერო, პიარის და მარკეტინგის სამსახურები. ასევე ცენტრის ყველა სავაჭრო სივრცეს ემსახურება ვებ ადმინისტრატორი, ტექნიკური დახმარება 24/7, ბუღალტერი, იურისტი და სარეკლამო სამსახური. კომპანიის მომსახურეობის საფასურის გადახდა ხორციელდება წინასწარ შეთანხმებული თქვენი გაყიდვების 20% – დან, რასაც კომპანია დაგიკავებთ ერთ ერთეულ გაყიდულ პროდუქტზე.

CBMG

გახდით ბრენდის პარტნიორი

მცირე მეწარმეებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, ვინც ქმნის ახალ ორიგინალურ და საინტერესო პროდუქტებს ბუნებრივი და ნატურალური მასალებისაგან, კომპანია CBMG გთავაზობთ, თანამშრომლობას გაყიდოთ თქვენი პროდუქტი ჩვენი ბრენდის სახელით. შექმენით ორიგინალური,  განსხვავებული და ხარისხიანი პროდუქცია ექსკლუზიურად კომპანიის ბრენდისათვის. უპირატესობა მიენიჭება: ტყავის , ჯუთის, თექის, ხის, რკინის, ვერცხლის, ოქროს, თიხის, კერამიკის პროდუქციას; ზოგადად კი სამოსს, ფეხსაცმელს, ჩანთებს, სამკაულებს,  ავეჯს, ინტერიერის და ექსტერიერის ინვენტარს, სხვადასხვა სახის აქსესუარებს და სუვენირებს.

თანამშრომლობისათის საჭიროა შეავსოთ განაცხადის ფორმა. დადებითი შეფასების შემთხვევაში გაგიფორმდებათ ხელშეკრულება და დავიწყებთ საქმიანობას. 

CBMG – ის გაყიდვების სამსახური, ქოლ ცენტრი და სარეკლამო სამსახური იზრუნებს შექმნილი პროდუქტის პიარზე და რეალიზაციაზე სწრაფად და ხარისხიანად.