კომპანიის შესახებ

CBMG

კომპანია CBMG – კომუნიკაციების ბიზნესის მარკეტინგის ჯგუფი.  საინტერესო, განსხვავებული მიდგომა და მუშაობის სპეციფიკური მეთოდი. თანამედროვე, ახალი სამუშაო სისტემა ციფრულ სამყაროში. დასაქმება, ვაჭრობა, განათლება, მომსახურეობა, პიარი და მარკეტინგი წარმოადგენს, კომპანიის ძირითად საქმიანობას. ეს მნიშვნელოვანი თემები ჩვენმა კომპანიამ, რომლის საქმიანობაც არის სრულიად ღია და გამჭირვალე, ერთმანეთთან დააკავშირა და შექმნა ახალი, თანამედროვე პროდუქტები: ციფრული სავაჭრო ცენტრი, ციფრული ოფისი და ციფრული კარიერა. პროდუქტებს ერთმანეთთან აკავშირებენ ციფრული თანამშრომლები, პერსონალური ციფრული სახელებით. გაყიდვების, დასაქმების და განათლების ერთი მოდული, ერთ ვებ პლათფორმაზე.

კომპანიის ციფრული სავაჭრო ცენტრი – განთავსებულია ვენდორების (მოვაჭრის, გამყიდველის) პროდუქტები და მომსახურეობები. ცენტრით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს. განთავსდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაყიდად დაშვებული პროდუქტი / მომსახურეობები. სავაჭრო ცენტრის კატეგორიები, შემდგომში ცალკე სავაჭრო სივრცეები/პროექტები, დამატებითი შესაძლებლობაა მიზნობრივი აუდიტორიის მოსაზიდად და ეფექტური გაყიდვების საწარმოებლად იმისათვის, რომ ვენდორებმა გაზარდონ ცნობადობა, შემოსავალი, გაყიდვები, ამასთან დაზოგონ ფინანსები, დრო და რესურსი.

მარტივი რეგისტრაციით და სამუშაო ლიცენზიის აქტივაციის შემდეგ, ვენდორებს სავაჭრო ცენტრში გამოეყოფათ ადგილი და შეექმნებათ პერსონალური ციფრული სავაჭრო სივრცე, ონლაინ მაღაზია, სადაც კაბინეტიდან (ციფრული ოფისიდან) შეძლებენ პროდუქტების/ მომსახურეობების დამატებას, შეძლებენ დისტანციურად მართონ, საკუთარი საწყობი, გაყიდვები, შეკვეთები, ონლაინ მაღაზიის ინტერფეისი და სხვა. ვენდორებს, ასევე სავაჭრო ცენტრის მომხმარებელს კომპანია თავაზობს, საკურიერო მომსახურეობას/მიწოდების სერვის და გადახდის სხვადასხვა არხებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქტიურ ვენდორებს (ვინც დარეგისტრირებულია და გააქტიურებული აქვს სამუშაო ლიცენზია) მოემსახურებათ პერსონალური რეკომენდატორი, მათი არჩევა ვენდორებს შეუძლიათ თავად რეგისტრაციის დროს.  ვინც დაეხმარებათ პროდუქტი/მომსახურეობის განთავსებაში, მათ გაპიარებაში, მათ გაყიდვებში. სურვილის და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდატორის დახმარებით, სამუშაო პროცესში ჩაერთვება კომპანიის: ქოლ ცენტრი, გაყიდვების, მარკეტინგის, პიარის და რეკლამის სამსახურები ასევე ფოტო, ვიდეო, დიზაინის, სტუდიები და  ორგანიზატორები.

კომპანიის ყველა სავაჭრო სივრცე/პროექტი განთავსებულია ერთ ვებ პლათფორმაზე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, განსხვავებული დომენული სახელებით, მაგრამ ყველა მათგანს აქვს მუშაობის ერთი სისტემა და პირობა.

ციფრული კარიერა – დასაქმების ყველაზე ფართო მაშტაბიანი კონკურსი საქართველოში. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, სამსახურის მაძიებელი დარეგისტრირდეს ციფრულ ოფისში და გაიაქტიუროს სამუშაო ლიცენზია, რომ მიიღოს წვდომა საკუთარ კაბინეტთან და სამუშაო ფაილებთან. გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება 2 თვიანი გამოსაცდელი ვადით. კანდიდატები შეფასდებიან და აირჩევიან 2 თვიანი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრაქტიკული მუშაობის პროცესის დროს, მონიტორინგის და ეიჩარის სამსახურების მიერ.

ციფრული ოფისი – ექსკლუზიური შეთავაზება დასაქმების მსურველებს, ასევე სტუდენტებს, ემიგრანტებს, შშმ პირებს. გახდით CBMG – ს ციფრული თანამშრომელი და იმუშავეთ თქვენი პერსონალური ციფრული სახელით კომპანიის ერთ ვებ პლათფორმაზე.

ციფრული თანამშრომლები მუშაობენ მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. სწავლის და საქმის შეთავსებით. სასურველი სამუშაო გრაფიკით, მათთვის საინტერესო სფეროში, სასურველ თანამდებობაზე, ასრულებენ სასურველ სამუშაო გეგმებს და ერიცხებათ სასურველი გეგმიური ფიქსირებული ანაზღაურება, % – ები გაყიდვების 4 სხვადასხვა სისტემიდან ერთდროულად, ღებულობენ პრაქტიკულ გამოცდილებას, კარიერული წინსვლის შესაძლებლობას, მათთვის საინტერესო სფეროში განვითარების, განათლების მიღების და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას.

ციფრულ ოფისში მუშაობა მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად, სადაც ციფრულ თანამშრომელს გამოყოფილი აქვს საკუთარი ვებ სივრცე, პირადი ციფრული კაბინეტი, პროფილი და  ყველა სამუშაოდ საჭირო მასალები, ფაილები და ინსტრუმენტები.

ბიზნეს ლაბორატორია – ეს არის კომპანიის ვებ სივრცე სადაც განთავსებულია კომპანიის ყველა პროექტი, კომპანიის ვებ ნამუშევრები, განთავსებულია ვებ გალერეა, იდეების გენერატორი, აქ შესაძლებელია შეგვიკვეთოთ და მიიღოთ თქვენთვის სასურველი ვებ მომსახურეობა. დაათვალიერეთ კომპანიის ბიზნეს გამოფენა გაეცანით იდეების გენერატორს, კომპანია მზადაა საქმიანი ურთიერთობებისათვის და შემოთავაზებებისათვის. გააცოცხლეთ თქვენი იდეა და დაიწყეთ საკუთარი ბიზნესი ჩვენი დახმარებით ყველაზე მარტივად და სწრაფად.

ეს ყველაფერი ექსკლუზიურად საქართველოში მხოლოდ ჩვენთან, კომპანიაში CBMG.

დიახ, ეს უკვე შესაძლებელია, ჩვენ ეს შევძელით და ახლა გთავაზობთ თქვენც. იდეალურია თქვენი ოცნების სამსახურის და ბიზნესის მოსაწყობად. დღეიდან თქვენს გვერდით, მყარ ზურგად გვიგულეთ.

ახალი ძლიერი ენერგია და ინდივიდუალიზმი – CBMG

კომპანიის სტრუქტურა და ვებ ლოკაციები

CBMG

კომპანიის ძირითადი ვებ პლათფორმაა cbm.ge, სადაც განთავსებულია კომპანიის სამუშაო ვებ სივრცეები და პროექტები.

  • მთვარი ვებ გვერდი /  მთავარი ოფისი – ho.cbm.ge 
  • ბიზნეს ლაბორატორია – bl.cbm.ge
  • ციფრული სავაჭრო ცენტრი – cbm.ge
  • ციფრული ოფისი – do.cbm.ge
  • კარიერა და ვაკანსიები – hr.cbm.ge
  • კომპანიის მეორე ვებ პლათფორმაა – byme.ge – ჩემს მიერ შექმნილი საქართველოში; განთავსებულია მხოლოდ ქართული, ბუნებრივი და ნატურალური მასალებისაგან დამზადებული ხელთნაკეთი ნივთები და პროდუქტები, ასევე ინვენტარი, მასალები, აქსესუარები, სახელოსნოები;
  • ვებ გვერდზე ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა დარეგისტრირდეს დაამატოს საკუთარი ნამუშევრები და შექმნას საკუთარი ონლაინ მაღაზია მარტივი რეგისტრაციით.

კომპანიის ძირითადი პროდუქტები

CBMG

სავაჭრო სივრცე

კომპანიას აქვს ციფრული სავაჭრო სივრცეები, სადაც განთავსებულია ვენდორების პროდუქტები და მომსახურეობები. ძირითად სავაჭრო სივრცეს წარმოადგენს ციფრული სავაჭრო ცენტრი. დანარჩენი სავაჭრო სივრცეები / პროექტები განთავსებულია ცალ-ცალკე დამოუკიდებელ ვებ ლოკაციებზე და თითოეული ემსახურება ერთ კონკრეტულ თემას. შესაბამისად თითოეულ მათგანს ყავს მიზნობრივი, დაინტერესებული აუდიტორია, რაც აუმჯობესებს ეფექტური გაყიდვების პროცესს, როგორც ვენდორებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. ამჟამად აქტიურია მხოლოდ ციფრული სავაჭრო ცენტრი.

სტუდიები

კომპანიას აქვს 10 სტუდია, რომლებიც მუშაობენ როგორც კომპანიისათვის ისე შეკვეთებზე. სტუდიაში დასაქმება და სტუდიის მომსახურეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ესენია:

- სარეკლამო სტუდია
- კრეატიული სტუდია
- ვებ სტუდია
- ფოტო სტუდია
- ვიდეო სტუდია
- განათლების სტუდია
- დიზაინის სტუდია
- ხელოვნების სტუდია
- სტუდია ორგანაიზერი
- სტუდია ტური

ბრენდი

კომპანია CBMG ქმნის საკუთარი ბრენდის განსხვავებულ ხაზებს, დაშვებულია მხოლოდ ბუნებრივი და ნატურალური მასალებისაგან: ტყავის, ჯუთის, თექის, ხის, თიხის, მეტალის, მინის, მინანქარის, ოქროს, ვერცხლის და მინერალური ქვებისაგან დამზადებული ხელთნაკეთები, სუვენირები და პროდუქტები. კომპანია ღიაა საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობებისათვის. მივიღებთ საინტერესო ბიზნეს შემოთავაზებებს, როგორც იურიდიული ისე ფიზიკური პირებისაგან.

მომსახურეობები

კომპანია CBMG აქვს პროექტების თემების შესაბამისი მომსახურეობები: ხელოსნები ნებისმიერ სფეროში, მშენებლები, უველირები, მეწაღეები, მკერავები, დურგლები, მებაღეები, ფლორისტები, მზარეულები, გიდები, მომვლელები, დამლაგებლები, მძღოლები, ორგანიზატორები და სხვა დეტალურად იხილეთ მომსახურეობების გვერდზე.

პიარ კამპანია

პიარ კამპანია ემსახურება უშუალოდ კომპანიის პიარს, რეკლამირებას, ცნობადობის გაზრდას, სახელის, იმიჯის და ბრენდის განვითარებას და დამკვიდრებას ბაზარზე. პიარ კამპანიაში მუშაობს კრეატიული სტუდია, რომელიც ქმნის ახალ საინტერესო იდეებს, განსხვავებულ, კრეატიულ, რეკლამებს, შეთავაზებებს, პრეზენტაციებს, დიზაინს. პიარ კამპანია არედაქტირებს მათ ტექსტებს, ფაილებს, სარეკლამო ინსტრუმენტებს, მასალებს და მათ ფორმატებს, უზრუნველყოფს მათ ბეჭდვას და პოლიგრაფიულ მომსახურეობას. პიარ კამპანიის მიერ შედგენილი ფაილები განთავსებულია ციფრული ოფისის კაბინეტში, რასაც სამუშაოდ იყენებენ კომპანიის თანამშრომლები. პიარ კამპანია ასევე მუშაობს შეკვეთებზე. მისი მომსახურეობებით სარგებლობა ნებისმიერი მსურველისთვის არის შესაძლებელი.

ბარათები

კომპანიას აქვს საკუთარი განსხვავებული 4 ბარათი, სხვადასხვა სახის მომსახურეობების და შეთავაზებების მისაღებად, როგორც საკუთარ პროდუქტებზე და მომსახურეობებზე ფასდაკლებებით სარგებლობისათვის, ასევე კომპანიის პარტნიორების და ვენდორების პროდუქტებზე და მომსახურეობებზე ფასდაკლებებით სარგებლობისათვის. ბარათები ჯერ არ არის აქტიური.
1. COOL CARD (მაგარი ბარათი) – გაატარეთ ცივი ზამთრის დღეები თბილად, ან გაატარეთ ცხელი ზაფხული გრილად, გახადეთ თქვენი დასვენება კომფორტული და საინტერესო თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მაგარი შეთავაზებები და ფასდაკლებები, დასვენება, ტურები, ფიტნესი, სილამაზე, ესთეტიკა და სხვა…
2. BG Card (ჩემი საქართველოში შექმნილი ბარათი) – კომპანიის და პარტნიორი ვენდორების პროდუქტებზე და მომსახურეობებზე ფასდაკლებები. აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო და საჭირო პროდუქტები / მომსახურეობები კატალოგიდან და მიიღეთ სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები.
3. HB CARD (ჯანმრთელი სხეულის ბარათი) – წელიწადის ნებისმიერ დროს ჯანმრთელობისათვის სხვადასხვა გამაჯანსაღებელი და სამკურნალო ეფექტის მიღწევაა შესაძლებელი. ისარგებლეთ ამ უნიკალური ექსკლუზიური ბარათით და მიიღეთ პერსონალურად თქვენი ჯანმრთელობისათვის, სხეულის გაჯანსაღებისათვის, ორგანიზმის გაწმენდისათვის, კორექციისათვის და წონის დასაკლებად სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები.
4. CBMG CLUB (ბარათი ჩემს მიერ საქართველოში შექმნილი კლუბისთვის) – ყველა ბარათი ერთში, დამატებით სპეციალურად კლუბის წევრებისათვის გამართულ ივენთებე და ღონისძიებებე ფასდაკლებების მისაღებად.

სამსახურები

კომპანია CBMG - ის აქვს საკუთარი სამსახურები, რომლებიც ემსახურება როგორც კომპანიას ისე მუშაობს შეკვეთებზე და დამკვეთებს უწევს შემდეგი სახის მომსახურეობებს:
- ქოლ ცენტრის სამსახურის მომსახურეობას;
- საკურიერო სამსახურის მომსახურეობას;
- გაყიდვების სამსახურის მომსახურეობას;
- პიარის & მარკეტინგის სამსახურის მომსახურეობას;

კომპანიის პრივილეგიები და უპირატესობები

CBMG

1. კომპანიის ყველა პროდუქტი, სავაჭრო სივრცე/პროექტი განთავსებულია ერთ ვებ პლათფორმაზე და ყველა მათგანს აქვს მუშაობის ერთი სისტემა და პირობა, მაგრამ მუშაობენ როგორც ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი პროექტები ცალ-ცალკე. სწორედ ეს უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას, დაცვას და ქმნის მშვიდ სამუშაო ატმოსფეროს.
2. კომპანიის ნებისმიერ სავაჭრო სივრცეში შესაძლებელია: დასაქმება, ვაჭრობა, განათლების მიღება, საკუთარი ონლაინ მაღაზიის, სავაჭრო ობიექტის, კომპანიის, ოფისის, სააგენტოს დამატება. პიარი და რეკლამის განთავსება.
3. ყველა სავაჭრო სივრცე მუშაობს კონკრეტულად ერთი თემის გარშემო, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი თქვენს მიერ დამატებულ სავაჭრო ობიექტს თუ პროდუქტს/მომსახურეობას აღნიშნულ სავაჭრო სივრცეში უკვე ყავს მიზნობრივი აუდიტორია და პოტენციური მყიდველი.
4. აქტიურ თითოეულ ვენდორს ემსახურება პერსონალური რეკომენდატორი, ვინც ეხმარებათ პროდუქტი/მომსახურეობის განთავსებაში, მათ გაპიარებაში, მათ გაყიდვებში. სურვილის და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდატორის დახმარებით, სამუშაო პროცესში ერთვება კომპანიის: ქოლ ცენტრის, გაყიდვების, მარკეტინგის, პიარის და რეკლამის სამსახურები ასევე ფოტო, ვიდეო, დიზაინის, სტუდიები და ორგანიზატორები.
5. კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების ინტერესია მოიზიდონ ვენდორები პირველებმა და დაეხმარონ მათ გაყიდვებში. კონკურენცია დიდია, აქედან გამომდინარე ჩვენს ნებისმიერ სავაჭრო სივრცეში დამატებული თქვენი პროდუქტი / მომსახურეობა ზედმეტი სარეკლამო ხარჯების გარეშე ჩათვალეთ უკვე გაყიდულია.
6. კომპანიაში არსებობს დაწინაურების, კარიერული წინსვლის, ახალი საქმიანობის დაუფლების, განათლების მიღების, განვითარების და შემოსავლის ზრდის რეალური პერსპექტივა და შესაძლებლობა.
7. კომპანია მუშაობს გუნდურად თანამშრომლებთან და ვენდორებთან შეთანხმებით მთელი საქართველოს მაშტაბით, რაც შეიცავს თითოეული ჩვენთაგანის ერთ მიზანს, ერთმანეთის წარმატების და წინსვლის საერთო ინტერეს.
8. კომპანიას შემუშავებული აქვს ახალი, საკუთარი, ექსკლუზიური, მომსახურეობის სისტემა და სამუშაო მოდული, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ და სტაბილურ მომსახურებას და სამუშაო პროცესს, როგორც მომხმარებლებისათვის, ასევე თანამშრომლებისათვის და პარტნიორებისათვის.
9. კომპანიის ნებისმიერ მომხმარებელს, თანამშრომელს და ვენდორს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს კომპანიის ბარათი და ისარგებლოს ფასდაკლებებით, საჭირო და საინტერესო შეთავაზებებით, როგორც კომპანიის პროდუქტებზე და მომსახურეობებზე ისე ვენდორების / ბიზნეს პარტნიორების პროდუქტებზე და მომსახურეობებზე.
10. კომპანიის თანამშრომლები სარგებლობენ დასაქმების საუკეთესო პირობებით, დაზღვევის საუკეთესო პაკეტით, კორპორაციული მობილური პაკეტით, ლანჩის პაკეტებით (ფიზიკურ ოფისებში), კომპანიის მიერ ორგანიზებული ღონისძიებებით და ივენთებით, ტურებით, ლაშქრობებში, ექსკურსიებით, ბანაკებით, გლემპინგით და თითოეული კომპანიის თანამშრომელი ქველმოქმედია, ჩვენ ერთი გუნდი ვართ.

კომპანიის მიზნები

CBMG

1. კომპანიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მომხმარებლის დაინტერესება, ცნობადობის სწრაფი ზრდა, სახელის დამკვიდრება და ნდობის მოპოვება.
2. საუკეთესო დასაქმების პირობების შექმნა, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის შექმნა;
3. კომპანიის შეთავაზებებსა და ღონისძიებებში მომხმარებლების მაქსიმალური ჩართულობა.
4. ქართული პროდუქტების და ხელნაკეთების პოპულარიზაცია.
5. ნატურალური და ბიო საკვები პროდუქტების მოყვანა, მოვლა და რეალიზაციის ხელშეწყობა.
6. ეკოლოგიაზე, გამწვანებაზე ზრუნვა და ხელშეწყობა.
7. ხელოვანი ადამიანების, მათი შემოქმედების გამოვლენა, ცნობადობის გაზრდა და ხელშეწყობა.
8. კომპანიის ბრენდის სხვადასხვა ხაზების შექმნა და განვითარება.
9. ციფრული სავაჭრო ცენტრის, მისი პროექტების/სავაჭრო სივრცეების გადმოტანა და გახსნა ფიზიკურ ლოკაციებზე. უკვე არსებული პარტნიორებით, თანამშრომლებით, მომხმარებლებით და გამოცდილი, დანერგილი სამუშაო სისტემით, პირობით და სტრუქტურით.